თეგებით ძიება
18. 09. 2023 მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ილონ მასკს თურქეთში Tesla-ს ქარხნის აშენება სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ილონ მასკს სთხოვა, თურქეთში Tesla-ს ქარხანა ააშენოს, - აღნიშნული ინფორმაცია თურქეთის მთავრობის სტრატკომმა დაადასტურა. სახელმწიფო უწყების ინფორმაციით, მასკმა განაცხადა, რომ თურქული მიმწოდებელი კომპანიები ამერიკულ ავტომწარმოებელთან ისედაც აქტიურად მუშაობენ, რის გამოც, დიდი შანსია, Tesla-ს შემდეგი გიგაქარხანა სწორედ თურქეთში აშენდეს.

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ილონ მასკს შორის საუბარი ნიუ-იორკში შედგა, სადაც თურქეთის პრეზიდენტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 78-ე სხდომას ესწრება. შეხვედრის დროს ერდოღანმა აღნიშნა ისიც, რომ თურქეთი მზადაა ილონ მასკთან ხელოვნური ინტელექტის და Starlink-ის პროექტის მიმართულებითაც ითანამშრომლოს.

 

ამერიკული Tesla, ამჟამად, მსოფლიოში ექვს გიგაქარხანას ფლობს, ხოლო მეშვიდეს მექსიკის შტატ ნუევო-ლეონში აშენებს. ჯერ კიდევ მაისში, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ახალი ქარხნის ადგილმდებაორებას კომპანია წლის ბოლომდე გამოაცხადებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთთან ერთად, ახალი გიგაქარხნის ადგილად, Tesla ინდოეთსაც განიხილავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა