თეგებით ძიება

თბილისში ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოსულებსა და სომხებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა

ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­სარ­მა თა­მერ­ლან ცგო­ევ­მა მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს ომ­ბუდსმენს ლე­ვან იო­სე­ლი­ანს და სთხო­ვა გა­ა­კონ­ტრო­ლოს ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის მკვიდ­რის მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა. ცგო­ე­ვის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­დე­ნილ­მა მკვლე­ლო­ბამ "სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში".

"რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის და იმ რთუ­ლი პე­რი­ო­დის პი­რო­ბებ­ში, რო­მელ­შიც ჩვენ ვცხოვ­რობთ, არის მცდე­ლო­ბა, გა­მო­ი­ყე­ნონ ეს და­ნა­შა­უ­ლი ეთ­ნი­კუ­რი სი­ძულ­ვი­ლის გა­საღ­ვი­ვებ­ლად. ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ზე და შე­საძ­ლო პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის ჩახ­შო­ბა­ზე ერ­თა­დერ­თი სა­მარ­თლი­ა­ნი პა­სუ­ხი, დამ­ნა­შა­ვის დას­ჯა იქ­ნე­ბა", - წერს ცგო­ე­ვი "ტე­ლეგ­რამ­ში".

მა­ნამ­დე რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, რომ ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის მკვიდ­რი ვა­დიმ დამ­ბე­გო­ვი და მისი მე­გობ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მან­ქა­ნის სა­ბუ­თე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად ჩა­მო­ვიდ­ნენ. თბი­ლის­ში მათ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნი­ა­დაგ­ზე კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­დათ ეთ­ნი­კურ სომ­ხებ­თან. ჩხუ­ბის დროს დამ­ბე­გოვს და­ნით და­ესხნენ თავს, რის შე­დე­გა­დაც ახალ­გაზ­რდა კაცი გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ირ­კვე­ვა, დაჭ­რი­ლი მისი ერთი მე­გო­ბა­რი კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 8 სექ­ტემ­ბერს გა­ნა­ცხა­და, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, ადრე ნა­სა­მარ­თლე­ვი ვ.შ. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი - დანა ამო­ღე­ბუ­ლია.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.შ. ორი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­წყე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ორი პირი: 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.დ. და 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.დ. და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით დაჭ­რა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად, ვ.დ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ს.დ.- ს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ - სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად ვ.შ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო. ორი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-109-ე მუხ­ლი "ლ" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - ვკი­თხუ­ლობთ შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

წყარო: ekhokavkaza.com


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა