თეგებით ძიება

რატომ უნდა იყოს გერანი ყველა სახლში - მცენარის სამკურნალო თვისებები

ეს ყვავილი ყველა სახლში უნდა იყოს! რატომ? ამას მოცემული სტატიიდან შეიტყობთ.

ოთახის მცენარეთა მოყვარულებს, როგორც წესი, გერანიც აქვთ ფანჯრის რაფაზე. ოდითგან ითვლება, რომ ის ხელს უწყობს სახლში თბილ, მშვიდ და მყუდრო ატმოსფეროს. ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ გერანი ხელს უშლის ნეგატიური ენერგიის გავრცელებას, იცავს ჩხუბის, ჭორაობისა და აყალმაყალისგან. ასევე იცავს თქვენს სახლს არასასურველი სტუმრებისგან. ამ მცენარეს აქვს დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო თვისებები, ადამიანებს უფრო ნაზს, მომთმენს და კეთილს ხდის. ის ასევე იზიდავს ფინანსურ კეთილდღეობას და სტაბილურობას. წინამდებარე სტატიიდან შეიტყობთ 9 მიზეზს, რატომ უნდა გქონდეთ სახლში გერანი.

გერანის სასარგებლო თვისებები:

1. ყვავილის სურნელი ხელს უწყობს დეპრესიის მოხსნას და აძლიერებს ნერვულ სისტემას. თუ გერანის ქოთანს მოათავსებთ ოთახში, რომელშიც გეოპათოგენური ზონაა, მცენარე გაანეიტრალებს მის ყველა მავნე ზემოქმედებას;

2. გერანი ეხმარება სიყვარულშიც – ამისთვის საყვარელ ადამიანს ალისფერი გერანის ყვავილი უნდა აჩუქოთ. მან სიყვარულითვე რომ გიპასუხოთ, გერანი მის სახლში უნდა დარჩეს;

3. გერანის ფოთლები შეიცავს ეთერზეთს. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ფოთლების თითებით გასრესა. ზეთი განსაკუთრებით ძლიერად გამოიყოფა მზეზე, ზაფხულში. ამგვარად, მცენარეს შეუძლია დაცვა გადახურებისგან. არსებობს მოსაზრება, რომ თუ გერანი ქუჩაშია, მაშინ მზის ჩასვლისას, ცხელ, მშრალ ამინდში ადვილია მის ზემოთ ბზინვარების შემჩნევა. აღნიშნულ ეფექტს სწორედ გერანის მიერ აქტიურად გამოყოფილი ეთერზეთები იძლევა;

4. გერანის ფოთლებს არ უყვართ ჩრჩილები, ბუზები და სხვა მწერები. მწერებისგან თავის დასაღწევად რეკომენდებულია შინაური ცხოველების დაზელა გერანის ეთერზეთით;

5. გერანი შეიძლება გამოვიყენოთ თავის ტკივილისა და გაციების სამკურნალოდ. ეს მცენარე ასუფთავებს ჰაერს, ხოცავს მავნე ბაქტერიებს. თავი რომ უფრო მხნედ იგრძნოთ, საკმარისია მხოლოდ მცენარის გვერდით ყოველდღე 10 წუთით ჯდომა. ჰაერის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ გერანის ზეთი, რომელიც იყიდება აფთიაქებში. საკმარისი იქნება მხოლოდ 3-4 წვეთი არომატის ნათურაში;

6. გერანის ზეთი არეგულირებს ჰორმონულ ცვლას. ის აღაგზნებს და აძლიერებს გრძნობებსაც, ასე რომ, რომანტიკული ვახშმის დროს შეგიძლიათ 5 წვეთი გერანის ზეთის დამატება არომატის ნათურაში;

7. გერანი უაღრესად სასარგებლოა ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტენზია, უძილობა, კუჭ-ნაწლავისა და გულის დაავადებები. გერანი დიდ დახმარებას უწევს ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებათა მქონე პირებს. გერანის ფოთლის მიდება (ერთგვარი კომპრესი) მტკივნეულ ადგილზე ამსუბუქებს ტკივილს შუა ოტიტის, რადიკულიტისა და კბილის ტკივილის დროს;

8. სახალხო მკურნალები გვირჩევენ კბილის ტკივილის დროს გერანის ფოთლის ლოყაზე გარედან მიდებას. რადიკულიტის დროს ფოთლებს აქუცმაცებენ და ზურგზე კომპრესის სახით ათავსებენ. მსგავსი კომპრესი რეკომენდებულია წნევის მომატებისას ხელზე, მაჯის არეში (იქ, სადაც პულსი ისინჯება).

9. სახლში მზარდი გერანი, მკურნალების აზრით, ხელს უშლის სიმსივნის გაჩენას. პარაფსიქოლოგები ამბობენ, რომ გერანი ასწორებს (აღადგენს) ადამიანის დაავადებებით დარღვეულ ბიოველს.

წყარო: მკურნალი გე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა