თეგებით ძიება

“პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, 2018 წელს სამსახურიდან გვყავდა დათხოვილი უფლებამოსილების გადამეტების გამო“ - რას წერს ნათია მეზვრიშვილი?

პარტია “საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პირი რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, 2018 წელს სამსახურიდან უფლებამოსილების გადამეტების გამო იყო გათავისუფლებული:

“ეს პოლიციელი, დოლიძეზე ყოფილი ცოლი და სიდედრი რომ მოკლა, 2018 წელს სამსახურიდან გვყავდა დათხოვილი უფლებამოსილების გადამეტების გამო. მინისტრი პარლამენტში გამოდიოდა მისი მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ რომ გავიგეთ და პირდაპირ პარლამენტიდან მოხსნა. შემდეგ, როგორც ჩანს, აღადგინეს და ტრაგედია დატრიალდა.

საინტერესოა, ასევე, როგორ ამუშავებენ მინისტრის იმ დროს გამოცემულ ბრძანებას, რომლის თანახმად, ოჯახში ძალადობაში მხილებული პოლიციელის მიმართ დაუყოვნებლივ გამოიცემოდა შემაკავებელი ორდერი, ჩამოერთმეოდა სამსახურებრივი იარაღი და ხდებოდა დათხოვნა.ზოგადად ფემიციდის ფაქტებმა ხომ მოიმატა უმოქმედობის გამო და მართლა არ მეგონა ამ ნაწილშიც 2017 წლამდე პერიოდს თუ დავუბრუნდებოდით, როცა ქალთა მიმართ ძალადობისთვის ძალოვნების დაუსჯელობა ჩვეულებრივი ამბავი იყო.“

ფაქტს უარყოფს შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი:

“გვსურს გამოვეხმაუროთ, მედიასაშუალებისა და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 18 სექტემბერს, თბილისში, ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში ბრალდებული პოლიციელი უწყებიდან 2018 წელს იქნა დათხოვნილი და იგი უწყებაში შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღადგინა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, განვმარტოთ, რომ 2018 წლის ივლისის თვეში, აღნიშნული პირი, იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით დათხოვნილ იქნა სამინისტროს რიგებიდან, თუმცა იმავე წლის ნოემბრის თვეში, მისივე მინისტრობის დროს, მოხდა გ.ქ.-ს სამსახურში ხელახალი მიღება.ვგმობთ მომხდარ მძიმე ფაქტს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, რომელიც მომხდარ შემთხვევაზე გამოძიებას აწარმოებს.“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა