პრეზიდენტის უარის მიუხედავად, პარლამენტმა სებ-ის საბჭოს წევრები მაინც დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა ცოტა ხნის წინ კენჭი უარა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად წარდგენილ კანდიდატებს.
პარლამენტმა ორივე წევრი აირჩია:
ნანა ყეინიშვილი - 84 მომხრე; 0 წინააღმდეგი.
თეიმურაზ ხომერიკი - 82 მომხრე; 0 წინააღმდეგი.
მანამდე საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ წარუდგენს პარლამენტს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მანამ, სანამ ეროვნული ბანკის გარშემო შექმნილი ვითარება არ გაირკვევა. უმრავლესობამ განმარტა, რომ კანონი არ ითვალისწინებს წარდგენილი კანდიდატების უკან გაწვევას.
სხდომებს წარდგენილი კანდიდატები არ ესწრებოდნენ.