ერევანში ახალგაზრდებმა ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს და მოქალაქეებს მოუწოდებენ აქციას შეუერთდნენ - პროტესტი სომხეთში (ვიდეო)
სომხეთის დედაქალაქში ახალგაზრდების ჯგუფმა ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს და მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეურთდნენ აქციას მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება.
სომხური მედიის ცნობით, ახალგაზრდებმა ცენტრალური ქუჩები ნაგვის ურნებით გადაკეტეს გადაკეტეს. მოქალაქეებმა ასევე გადაკეტეს რესპუბლიკის მოედანი.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ეთნიკურ წმენდას ახდენს.
დღეს, 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი.
ინფორმაციისთვის, ოფიციალურმა ბაქომ 19 სექტემბერს „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. მთიან ყარაბაღში დაღუპულებსა და დაჭრილებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც იყვნენ.
20 სექტემბერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგა.