თეგებით ძიება

რომელია ყველაზე რთული და შეუთავსებელი წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ასტროლოგების დასკვნა

არ­სე­ბო­ბენ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი, რო­მელ­თაც ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დით ერ­თმა­ნეთ­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნა­არ­სე­ბო­ბა. მოდი, გავიგოთ რომელი ნიშნებია ისინი:

ტყუ­პი და მშვილ­დო­სა­ნი

მათ შო­რის დიდი გან­სხვა­ვე­ბაა. მშვილ­დო­სა­ნი ბუ­ნე­ბით დე­მა­გო­გია. თუმ­ცა, ტყუპ­საც არა­ნაკ­ლებ უყ­ვარს მახ­ვილ­სი­ტყვა­ო­ბა და ლაქ­ლა­ქი. შე­სა­ბა­მი­სად, ცოლ-ქმარს შო­რის რო­მე­ლი­მეს მა­ინც ხომ უნდა გა­აჩ­ნდეს მოს­მე­ნის კულ­ტუ­რა? ჰოდა, რა გა­საკ­ვი­რია რომ მათი არც თუ მშვი­დი დი­ა­ლო­გე­ბის ერ­თგულ მსმე­ნე­ლე­ბად, ყვე­ლა­ზე ხში­რად ცნო­ბის­მოყ­ვა­რე მე­ზობ­ლე­ბი გვევ­ლი­ნე­ბი­ან. სა­მა­გი­ე­როდ, ტყუპ­ზე კარ­გად არა­ვის შე­უძ­ლია მშვილ­დო­სა­ნი ახალ-ახა­ლი გმი­რო­ბე­ბის ჩა­დე­ნის­კენ და ქმე­დე­ბის­კენ წა­ა­ქე­ზოს. ჰა­ე­რი (ტყუ­პის სტი­ქია) ხომ ცე­ცხლს (მშვილ­დოს­ნის სტი­ქია) უფრო აღ­ვი­ვებს. ხოლო თა­ვად მშვილ­დო­სა­ნი კარ­გად მო­ა­ხერ­ხებს ჰა­ე­რო­ვა­ნი ტყუ­პი, თა­ვი­სი მარ­თა­ლია არ­ცთუ ტაქ­ტი­ა­ნი კრი­ტი­კით, ზოგ­ჯერ და­უკ­ვირ­ვე­ბე­ლი და იმ­პულ­სუ­რი ქმე­დე­ბე­ბის­გან იხ­სნას. ცე­ცხლი ხომ ჟანგბადს შთან­თქავს.

მერ­წყუ­ლი და ლომი

მათი ერთი შე­ხედ­ვით, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი სხვა არა­ფე­რია თუ არა ერთი მთლი­ა­ნო­ბის ორი სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლა­კი, რო­მელ­საც დიდი შან­სი აქვს გამ­თლი­ან­დეს და ჰარ­მო­ნია შექ­მნას. მერ­წყულს რომ ჰკი­თხო, ლო­მის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ტრა­ბა­ხი, უფ­რო­სო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა და სხვი­სი ხე­ლით საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბის ჩვე­ვა აღი­ზი­ა­ნებს. ამ დროს, თა­ვა­დაც არა­ნაკ­ლებ მიდ­რე­კი­ლია სხვე­ბის მარ­თვის და ლი­დე­რო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბის­კენ. თუმ­ცა, ამას ლო­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ ჰუ­მა­ნურ-მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით და ოს­ტა­ტუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის უნა­რით ნიღ­ბავს. ეს იგი­ვეა, რაც სარ­კე­ში სა­კუ­თა­რი ორე­უ­ლის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა ის­წავ­ლოს ამ ორმა. ჰოდა, თუ თვალს თა­მა­მად გა­უს­წო­რებთ სა­კუ­თარ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს, ძვირ­ფა­სო ლო­მე­ბო და მერ­წყუ­ლე­ბო, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ ხან­გრძლი­ვად იცხოვ­როთ ჰარ­მო­ნი­ა­ში.

ვერ­ძი და თხის რქა

ამ­ბო­ბენ, რომ ორი რქი­ა­ნის ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბა, კა­ტას­ტრო­ფის ტოლ­ფა­სია. თუმ­ცა, არც მთლად მა­სეა საქ­მე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­გორც ვერ­ძი ისე თხის რქა უა­პე­ლა­ციო სი­ჯი­უ­ტის­კე­ნაა მიდ­რე­კი­ლი, ამ ორს შო­რი­საც შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს საკ­მა­ოდ სტა­ბი­ლუ­რი და რაც მთა­ვა­რია, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი დუ­ე­ტი. სა­ა­მი­სოდ კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­და, სა­ერ­თო ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბიც გა­აჩ­ნდეს. ქმა­რი თხის რქა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი პრო­მო­უ­ტე­რი, სპონ­სო­რი ან თა­ნა­შემ­წე იქ­ნე­ბა ცოლი ვერ­ძის­თვის, რო­მელ­საც იდე­ე­ბი და კრე­ა­ტი­ვი, რო­გორც წესი, თავ­ზე საყ­რე­ლად გა­აჩ­ნია. თუმ­ცა, მათი რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის გზებს ვერ პო­უ­ლობს, ან ნე­ბის­ყო­ფა არ ყოფ­ნის და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის ბო­ლომ­დე მი­საყ­ვა­ნად. ჰოდა, თხის რქა ქმარ­ზე უკე­თეს იმპრე­სა­რი­ოს სად იშოვ­ნით?..

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა