თეგებით ძიება

მსოფლიოში ოქრო ძვირდება - რა ღირს ძვირფასი ლითონი საქართველოში?

ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასმა ერთ უნციაზე 1 885 დოლარიდან 1 927 დოლარამდე მოიმატა. მცირედი ცვლილება განიცადა ვერცხლმაც, რომელზეც ფასი 23,5 დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, გაძვირდა ოქროს ნაკეთობებიც.

ოქროს ბირჟაზე მომუშავეთა თქმით, ოქროს მყიდველი უფრო მეტია, ვიდრე ჩამბარებელი, მაგრამ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ადამიანები მათი ბებიების ძველ ვერცხლის კოვზებს, თასებსა და სხვადასხვა დანატოვარს აბარებენ. ამის მიზეზი კი ძირითადად მათი ფინანსური სიდუხჭირე გახლავთ.

ოქროს ბირჟაზე მოვაჭრეები აღნიშნავენენ, რომ მათ მხოლოდ ქართველები არ სტუმრობენ, ასევე ჭარბობენ ყაზახები, აზიელები და ფერადკანიანები.

დღევანდელი სტატისტიკით ბაზარზე ოქროს ფასი პანდემიისა და უკრაინის ომის შემდეგ რეგულირდება, მაგრამ ფასის ზრდის დინამიკა კვლავ შეიმჩნევა.

ბაზარზე თუ აქამდე 1 გრამი ვერცხლის ჯართის ფასი 1.70 შეადგენდა, ახლა მისი ფასი 2.00 ლარს აცდა, ხოლო ნაკეთობის შემთხვევაში 1 გრამის ფასი 5.00 ლარს შეადგენს.

ერთი თვის წინ 585 სინჯიანი 1 გრამი ოქროს ჯართის ფასი 92.00 ლარს შეადგენდა, ახლა მისი ფასი 95-97 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო 1 გრამი ოქროს ნაკეთობის ფასი 110 ლარს შეადგენს.

ამასთანავე, 999 სინჯის (ე.წ. ბაჯაღლო) 1 გრამი ოქროს ფასი 160- 180 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ, მოვაჭრეთა თქმით, ამ ხარისხის ოქროზე მოთხოვნა ძალიან დაბალია.

წყარო: ბიზნესრესნიუსი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა