თეგებით ძიება

"მამა მაყურებინებდა ვიდეოებს და მთხოვდა იმავეს გამეორებას" - 12 წლის გოგონამ საკუთარი მამა სექსუალურ ძალადობაში ამხილა

12 წლის გოგონამ საკუთარი მამა სექსუალურ ძალადობაში ამხილა. ბავშვმა დუმილი ბოლო ძალადობიდან 4 წლის შემდეგ დაარღვია და გამომძიებელს, ფსიქოლოგის თანდასწრებით, გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე უამბო. "კურიერიP.S-ი" გამოკითხვის ოქმის შინაარსს მხოლოდ ნაწილობრივ ასაჯაროებს.

"მამა მაყურებინებდა ვიდეოებს და მთხოვდა იმავეს გამეორებას. ეს რამდენჯერმე მოხდა, მაშინ, როცა მარტო ვრჩებოდით და დედა სამსახურში იყო. მეუბნებოდა, რომ არავისთვის არაფერი მეთქვა და ეს ჩვენი საიდუმლო იყო. ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც 8 წლის ვიყავი. შემდეგ მამა დედაზე ძალადობისთვის დააკავეს," - ნათქვამია გამოკითხვის ოქმში.

ბავშვი მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც გაიგო, რომ ცოლზე ძალადობისთვის დაპატიმრებული მამა ციხეს მალე დატოვებდა.

43 წლის მამაკაცს, მეუღლის გაუპატიურებისა და ცემის ბრალდებით, 7 წელი მიუსაჯეს. 4 წელი გავიდა და მოძალადე ყოფილ ცოლთან თითქმის ყოველდღიურად რეკავდა - ითხოვდა პატიებას და სასჯელის შესამსუბუქებლად წერილობით თანხმობას. ქალი თითქმის დაითანხმა, დედამ გადაწყვეტილება შვილებს უთხრა. 12 წლის გოგონა მამის შესაძლო გათავისუფლების ამბავმა შეძრა და 4 წლიანი დუმილი დაარღვევინა.

იხ. ვრცლად: რუსთავი 2


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა