ერევანი აცხადებს, რომ 3 000-მდე ადამიანმა მთიანი ყარაბაღი დატოვა და სომხეთში გადავიდა
სომხეთის მთავრობის ცნობით, სომხეთში ყარაბაღიდან 3 000-მდე დევნილი ჩავიდა. იმ მოქალაქეების ტრანსპორტირება, რომლებსაც ყარაბაღის დატოვება სურთ, გუშინ დაიწყო.
25 სექტემბრის 06:00 საათის მონაცემებით, სომხეთში გადავიდა 2 906 ადამიანი. ერევანი აცხადებს, რომ 2 100 იძულებით გადაადილებული პირიდან 1 000 ადამიანი საკუთარ საცხოვრებელ სახლებში შევიდა, ხოლო დანარჩენი 1 100 მოქალაქეს საცხოვრებელი ფართი მთავრობამ გამოუყო, ნაწილისთვის ფართით დაკმაყოფილება განხილვის პროცესშია.