რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა, 2023 წლის იანვარ-ივნისში 7-ჯერ გაიზარდა - TI
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა, 2023 წლის იანვარ-ივნისში 7-ჯერ გაიზარდა.
შარშან რუსეთიდან 108 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც რეკორდული წლიური მაჩვენებელია.
ორგანიზაცია კვირის ბოლოს გამოაქვეყნებს სრულ კვლევას რუსეთზე გაზრდილ ეკონომიკურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემების მიხედვით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია:
ყურძნის ნატურალური ღვინოები
მსუბუქი ავტომობილები (ცალი)
ფეროშენადნობები;
მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე;
წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით.
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია:
ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები;
ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები;
ხორბალი და მესლინი;
წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე.