თეგებით ძიება

"ქართველებს პერიოდულად მაინც უჩნდებათ სინანულის გრძნობა აფხაზეთის ომთან დაკავშირებით" - რას წერს მერაბ მეტრეველი?

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველებს პერიოდულად მაინც უჩნდებათ სინანულის გრძნობა აფხაზეთის ომთან დაკავშირებით.

"ქართველებს პერიოდულად მაინც უჩნდებათ სინანულის გრძნობა აფხაზეთის ომთან დაკავშირებით, აფხაზებს - არასოდეს.

 ქართველებში ზოგჯერ მიანც გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ფიქრობს, რომ შერიგება თუ გვინდა, დაშვებული შეცდომებიც უნდა ვაღიაროთ და თუ რამე საბოდიშოა, ბოდიშიც უნდა მოვიხადოთ, რადგან შერიგება სხვანაირად არ გამოვა, აფხაზები არც ბოდიშზე ფიქორბენ არასდროს და არც შერიგებაზე. 

მთავარი კითხვა სწორედ ეს უნდა იყოს: ჩვენ რატომ გვიჩნდება ამ ყველაფრის სურვილი ზოგჯერ მაინც და აფხაზებს - არასდროს? თორემ სისასტიკე რომელი მხარეს უფრო მეტი იყო, ამის დატოლება კონტრპროდუქტიული ამბავი მგონია. როგორც ჩვენ ვყვებით ლეგენდებად სისასტიკის არნახულ ფაქტებს, ისე უყვებიან აფხაზები თავიანთ შვილებს იგვეს ჩვენს შესახებ. 

ამ კითხვას აფხაზს თუ დაუსვამ, მარტივ პასუხს გაგცემს: ჩვენ იმიტომ არ გვიჩნდება არც სინანულის გრძნობა და არც ბოდიშის მოხდის სურვილი, რომ ჩვენ არავის დავსხვმივართ თავს, ჩცენ არ შემოვჭრილვართ იარქღით თქვენთან, ეს თქვენ შემოიჭერით ჩვენთანო, ჩვენ საკუთარ მიწას ვიცავდითო და ამით მათთვის ყველაფერი "პრავდება". ანუ მათთვის მთავარი ის კი არაა ვინ უფრო სასტიკი იყო, არამედ ის, თუ ვინ დაიწყო ომი, ვინ იყო აგრესორი. ისინი ჩვენ ზუსტად ისე გვიყურებენ, როგორც ჩვენ ვუყურებთ რუსეთს ანუ - როგორც აგრესორს.

ჰოდა, აქ გამოსავალი რა არის, მე არ ვიცი", - წერს მეტრეველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა