საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ უკრაინაში ჩავიდა. მან კიევში ვიზიტისას პატივი მიაგო უკრაინისთვის დაღუპულთა ხსოვნას.
მანამდე უკრაინაში ჩავიდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ "რამდენიმე დღეში" კიევში თავდაცვის მრეწველობის ფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს თავდაცვის ინდუსტრიის 160-ზე მეტი წარმომადგენელი მთელი მსოფლიოდან. ღონისძიების ზუსტი თარიღები არ სახელდება.