თეგებით ძიება

"სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე ყველა პირისთვის, განურჩევლად სტატუსისა, სოციალური გარანტიები თანაბარი უნდა იყოს - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, განურჩევლად პირის სტატუსისა, რომელიც ასრულებს ან შეასრულებს საბრძოლო დავალებას, სოციალური გარანტიები ყველასთვის აბსოლუტურად ერთნაირი უნდა იყოს.

უფრო კონკრეტულად კი, პუტინის განმარტებით, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ ყველა მონაწილისთვის - მოხალისეებისთვის და სამხედრო პერსონალისთვის, სოციალური გარანტიები ერთნაირი უნდა იყოს. 

"მინდა გესაუბროთ სოციალურ საკითხებზე. თქვენ ურთიერთობას ინარჩუნებთ თქვენს თანამებრძოლებთან, რომლებთანაც ერთად იბრძოდით და ახლა აგრძელებთ ამ საბრძოლო ამოცანების შესრულებას. ჩვენ შევქმენით „სამშობლოს დამცველთა ფონდი“ და მე არაერთხელ მითქვამს და მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო: განურჩევლად პირის სტატუსისა, რომელიც ასრულებს ან შეასრულებს საბრძოლო დავალებას, სოციალური გარანტიები ყველასთვის აბსოლუტურად ერთნაირი უნდა იყოს“, - მიმართა პუტინმა გენერლებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა