წონის მატება შუახნის ასაკში - რატომ ხდება და როგორ უნდა მართოთ ის
ქალებმა შესაძლოა ზედმეტი კილოგრამები მოიმატონ ორმოცდაათი წლის შემდეგ. თუმცა, ასაკის მატება წონის გარდაუვალ მატებას არ ნიშნავს. ექსპერტები იზიარებენ უახლეს მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აიცილოთ თავიდან ზედმეტი კილოგრამები.
ასაკის მატებასთან ერთად ქალები წვავენ ნაკლებ კალორიას ფიზიკური აქტივობის შემცირებისა და კუნთების მასის შემცირების გამო. გარდა ამისა, ესტროგენის დონის დაცემამ, რომელიც ხდება პერიმენოპაუზისა და მენოპაუზის გარდამავალ პერიოდში, შეიძლება ხელი შეუწყოს ცხიმის გადატანას წელისა და მუცლის არეში.
კვლევებმა აჩვენა, რომ საშუალო ასაკის ქალების უმეტესობა (40-დან 65 წლამდე) წონაში იმატებს. ანალოგიურად, ექთნების ჯანმრთელობის კვლევაში, საშუალო ასაკის ქალები იმატებდნენ საშუალოდ 7 კილოგრამს 8 წლის განმავლობაში დაკვირვების შემდეგ.
მაგრამ არსებობს ინტერვენციები, მაგალითად ცხოვრების წესის ცვლილება, ასევემედიკამენტები, რომლებიც ეხმარება ქალებს წონის მართვაში შუახნის ასაკში.
მენოპაუზის დროს ჰორმონალური ცვლილებები წონის მატებაში მხოლოდ ერთი ფაქტორია
შუახნის ასაკის ცხოვრებას თან ახლავს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ცვლილებები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს დაბერებასთან, მენოპაუზასთან ან ორივესთან. შეიძლება რთული იყოს დაბერების ეფექტის გარჩევა მენოპაუზის ეფექტებისგან. ხოლო ორივე მათგანიგვალენას ახდენს წონის მატებაზე შუახნის ასაკის ქალებში და ხშირად ისინი ერთმანეთს ემთხვევა.
წყარო: მკურნალი გე