სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა - ამის შესახებ სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია 29 სექტემბერს გამოქვეყნდა.
სომხური მხარე გაეროს სასამართლოს მოუწოდებს, დაადასტუროს აზერბაიჯანის ვალდებულება, თავი შეიკავოს "ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღში დარჩენილი ეთნიკური სომხების დეპორტაციას".
სარჩელის მიხედვით, სომხური მხარის კიდევ ერთი მოთხოვნა აზერბაიჯანის მიერ სომხეთის კულტურულ მემკვიდრეობაში ცვლილებების აკრძალვაა.
"სომხეთი ქარტიის 41-ე მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 73-ე მუხლზე დაყრდნობით, მიმართავს სასამართლოს, გამოიყენოს დროებითი ზომები რასობრივი დიკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებული უფლებების შესანარჩუნებლად და დასაცავად", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
სარჩელში ნათქვამია, რომ ბაქომ საერთაშორისო სასამართლოს ერთი თვის განმავლობაში უნდა გაუგზავნოს ამ მოთხოვნების განხორციელებისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, შემდეგ კი ასეთი მოხსენება სამ თვეში ერთხელ წარადგინოს იქამდე, სანამ საქმეზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
28 სექტემბერს ე.წ. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა "განკარგულებას", რომლის მიხედვითაც, ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს.