"სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება ნაცისტური კიევის რეჟიმის სრულ განადგურებამდე“ - მედვედევი
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსები ომს უკრაინასთან მის სრულ განადგურებამდე აწარმოებენ.
„სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გაგრძელდება ნაცისტური კიევის რეჟიმის სრულ განადგურებამდე და რუსული ტერიტორიების მტრისგან გათავისუფლებამდე“, - განაცხადა მედვედევმა.
რუსეთის ფედერაციის ყოფილმა ლიდერმა მიანიშნა, რომ რუსეთი უკრაინის კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას მალე დაიპყრობს, თუმცა ზუსტად როდის არ დაუკონკრეტებია.