თეგებით ძიება

50 წლის ქართველი ემიგრანტი საბერძნეთში ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლეს, დაჭრილია მოკლულის მეუღლეც

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი 74 წლის ბერძენმა ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. დაჭრილია მოკლულის მეუღლეც.

შემთხვევა ქართველების სახლში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმამდე ყველა ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ მხარეებს შორის შელაპარაკება, ან დაპირისპირება არ უძღოდა.

ბერძნული მედიის მიხედვით, მკვლელობაში ბრალდებული დარწმუნებული იყო, რომ ქართველმა ემიგრანტმა, რომელთანაც მანამდე მეგობრობდა, მას სასმელში "რაღაც ჩაუყარა". სწორედ ეს გახდა თავდასხმის მიზეზიც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა