"ჩვენ შინაგანად მოვკვდით” - რას ამბობს ერაყელი წყვილი, რომლის ქორწილიც ტრაგედიით დასრულდა?
ბრიტანული გამოცემა „სკაი ნიუსი” ესაუბრა ერაყელ წყვილს, რომლის ქორწილის დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, ეს ტრაგედია მოჰყვა იაფფასიანი აალებადი ნივთიერების გაშვებას შენობაში. მათივე თქმით, შენობა აგებული იყო ადვილად აალებდი მასალისგან.
სიძე რივან იშო ამბობს, რომ მისი ცოლი ვეღარ საუბრობს. „მან ოჯახის ათი წევრი დაკარგა, დედა, მამა, ძმა. ახლა კი ვსხედვართ აქ თითქოს ცოცხლები, მაგრამ შინაგანად მკვდრები ვართ”, – ამბობს ინტერვიუში რივან იშო.
წყვილი ახლა ცდილობს საცხოვრებლად სხვაგან გადავიდეს. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ამბობს, რომ იქ ცხოვრებას ვეღარ შეძლებენ, რადგან მათი ბედნიერება უბედურებამ შეცვალა.
წყარო - euronewsgeorgia.com