თეგებით ძიება

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2022 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.8%-ით გაიზარდა - საქსტატი

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2022 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.8 პროცენტით გაიზარდა და 181.8 მილიარდი ლარი შეადგინა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.

2022 წელს მისი მოცულობა 71.8 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 24.6 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს: 2022 წელს მთლიანი ბრუნვის 65.5 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.1 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 18.3 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 48.6 პროცენტი, საშუალოზე - 23.7 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 27.7 პროცენტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა