თეგებით ძიება

ეს ის მთავარეპისკოპოსია, ვინც ჩარლზს გვირგვინი დაადგა, მანამდე კი დეფოფალ ელისაბედს წესი აუგო - რას წერს გოგა ჩანადირი

საქართველოში კენტერბერის მთავარეპისკოპოსი, ჯასტინ უელბი ჩამოვიდა. კენტერბერის მთავარეპისკოპოსი ქვეყანაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომლის მიზანია მშვიდობის მხარდაჭერა.
ამის შესახებ ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს:

„ანგლიკანური ეკლესიის მეთაური, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი ჯასტინ უელბი საქართველოშია.

ეს ის მთავარეპისკოპოსია, ვინც 2023 წლის 6 მაისს ჩარლზ გაერთიანებული სამეფოს მეფის გვირგვინი დაადგა, მანამდე კი დეფოფალ ელისაბედს წესი აუგო.

მთავარეპისკოპოსი ჯერ ვატიკანში პაპს სტუმრობდა, შემდეგ ბაქოშო ჩავიდა, დღეს უკვე თბილისშია, ხვალ საოკუპაციო ხაზთან მივა, შემდეგ კი სომხეთში გაემგზავრება.

კენტერბერიის მთავარეპისკოპოსთან ერთად საქართველოში ჩამობრძანდნენ ეპისკოპოსი - ყოვლადღირსი მარკ ედინგტონი, ინგლისის ეკლესიის ევროპის ეპარქიის ეპისკოპოსი, ყოვლადღირსი რობერტ ინნესი და ღირსი დედა სანი ჰალანანი, თბილისის ანგლიკანური/ეპისკოპალური ეკლესიის მღვდელი. 

ანგლკანური ეკლესია აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“ - წერს გოგა ჩანადირი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა