2 დაბნელება ერთ თვეში და ყველაზე სახიფათო დღე - განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ?
ასტროლოგების თქმით, ოქტომბერში ბევრი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენის მომსწრენი გავხდებით და გარკვეულწილად, სიფრთხილის გამოჩენაც მოგვიწევს, თუ გვინდა, რომ ეს პერიოდი მშვიდად და წარმატებით გავიაროთ.
აღსანიშნავია, რომ პლანეტა ვენერამ რეტროგრადული მოძრაობა დაასრულა. რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა განსაკუთრებით გაგიჩნდებათ გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის სურვილი და ამას მარტივად შეძლებთ.
14 ოქტომბერს მზის დაბნელებაა. ასტროლოგების თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და ემოციური დღე იქნება, როდესაც მომატებულ შფოთვას იგრძნობთ. იზრდება კონფლიქტების რისკები. ადამიანებს უმოტივაციობა, უენერგიობა აწუხებთ და ფიქრობენ, რომ ბევრი რამ მათთვის მიუღწეველია.
17 ოქტომბრიდან მზე სასწორის ნიშანში გადავა. ამ კომბინაციით, მზის ენერგია ქვეითდება, რაც ადამიანებზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. შესაძლოა, საკუთარი თავის სათანადოდ წარმოჩენა ვეღარ მოახერხოთ და პროექტების, საქმეების განხორციელებისას, ჩიხში შეხვიდეთ.