თეგებით ძიება

თბილისში თუ გვაცხოვრებ, შეგხვდებით და გამოგყვებით ცოლადო - შოთა დარბაიძე საცოლის ძებნის პროცესზე

სოციალური ქსელების პოპულარული  მომხმარებელ შოთა დარბაიძე დდი ხანია, საცოლეს ეძებს.  „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, გამოეხმაურნენ დარბაიიძის მიერ გავრცელებული ვიდეო მიმართვებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლები.

„ერთმა ოთხმა გოგომ მომწერა, შოთიკო, თუ თბილისში გვაცხოვრებ, არ არის პრობლემა, შეგხვდებით და გამოგყვებით ცოლადო. ერთი სტუდენტი იყო. 

არ ვმუშაობ, საბურთალოზე და ვაკეში რომ დავჯდე ბინაში, რა უნდა ვჭამო?! ტიკტოკში რომ მირიცხავენ, პროდუქტს ვყიდულობ და ხალხს ვაჩვენებ. სოფელში მიწა მაქვს, ბოსტანი, ძროხას ვიყიდი... არაო, თავი გაიგიჟეს, კარგად იყავით მეთქი, ვუთხარი. 

ერთი ორს შევხვდი კიდეც... რუსთაველზე კაფეში წავიყვანე, ყავა დავლიეთ. ერთმა მითხრა, 25 წლის ვარ და განათხოვარი, ერთი შვილი მყავსო. სოფელია მაინც, ზოგი ჭორაობას დაიწყებს, ქალაქში შვილიანი არავის უკვირს... სოფელი მაინც სხვაა, სუფთა ჰაერი, პომიდორს, კიტრს მოიყვან... რა ჯობს ამას. თბილისში ისეთი რა უნდა იყიდო?! იქნებ თქვენი საშუალებით მაინც გამომეხმაუროს ვინმე...“ - უთხრა „პრაიმტაიმს“ შოთა დარბაიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა