თეგებით ძიება

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ამ დღეს მთელი ყურადღება საყვარელ ადამიანებს და მათი პრობლემების მოგვარებას უნდა დაუთმოთ. შეიძლება ამისთვის მადლობა არავინ გითხრათ, მაგრამ საკუთარ სინდისთან მართალი იქნებით. შეეცადეთ, გადაწყვეტილების მიღებისას არსებული გარემოებები გაითვალისწინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფიზიკური ვარჯიშისა და დასვენების შესახებაც არ დაივიწყოთ.

კურო

ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა უსმინოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც ნამდვილად გაინტერესებთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალმა გატაცებამ, სიამოვნების გარდა, დამატებითი შემოსავალიც მოგიტანოთ. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

ტყუპები

ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი საქმე შემდეგი დღისთვის გადადეთ. ეცადეთ, დრო გამონახოთ და სუფთა ჰაერზე მაინც გაისეირნოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა განწყობას აგიმაღლებთ. თუ მარტოხელა ხართ და სამსახურში სასიყვარულო ინტრიგა გეწყებათ, იცოდეთ, რომ ეს, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

კირჩხიბი

ამ დღეს მცირე, თითქმის უმნიშვნელო პრობლემები თქვენს გეგმებზე გავლენას მოახდენს, ამიტომ მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ - შესაძლოა ვიღაცამ თქვენი პროვოცირება და კამათში ჩათრევა სცადოს, რაც კარგს არაფერს მოიტანს. საღამოს მოულოდნელი და სასიამოვნო ნაცნობობაა მოსალოდნელი.

ლომი

თუ ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გიწევთ, დღის მეორე ნახევრისთვის უნდა დაგეგმოთ. ამ დროს სიტუაციაში ორიენტირება და სწორად შეფასება გაგიადვილდებათ. დროა, უსარგებლო ნივთებისგან და ასევე, უსარგებლო ურთიერთობებისგან გათავისუფლდეთ.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე ისე გაატაროთ, როგორც თქვენ და არა - გარშემო მყოფებს. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

სასწორი

ეცადეთ, პერსპექტიული საქმეებზე გადაერთოთ, რომლებიც მომავალში მოგებას მოგიტანთ. ყურადღებით იყავით - შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ. გავლენიან ადამიანებს თქვენი დახმარება შეუძლიათ.

მორიელი

სასიამოვნო დილა ნაყოფიერი დღისთვის მოგამზადებთ და თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებას შეძლებთ. ახალი პროექტის დაწყებისგან კი ამ დღეს თავი შეიკავეთ. ოჯახური ურთიერთობები ჰარმონიულია, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით.

მშვილდოსანი

ეცადეთ რთული, ყოველმხრივ დატვირთული დილისთვის მოემზადოთ, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით წარმოქმნილი პრობლემები თქვენს ჩართულობას მოითხოვს. შეიძლება ზოგიერთ საკითხში გასარკვევად ძველი კავშირების აღდგენა მოგიწიოთ. სასურველია, საღამო მყუდრო ოჯახურ გარემოში გაატაროთ.

თხის რქა

დღის პირველ ნახევარში ძველ გადაუჭრელ პრობლემებთან გამკლავება მოგიწევთ. წარმოქმნილ სირთულეებს სწრაფად და დამოუკიდებლად გაუმკლავდებით. საღამოს კარგი იქნება, თუ ხალხში იტრიალებთ - სტუმრად წახვალთ ან სტუმრებს თავად დაპატიჟებთ.

მერწყული

ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა წარმატებამდე მიგიყვანთ, ამიტომ ეცადეთ საინტერესო ღონისძიებას დაესწროთ. სავარაუდოდ, ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებაზე მოგებიან შეთავაზებას მიღებთ. ნუ დაიჯერებთ თქვენთვის ძვირფას ადამიანთან დაკავშირებულ ჭორებს.

თევზები

წარმატებული დღეა. მეტი იაქტიურეთ, რათა ხელსაყრელი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. დროა საკუთარი ცხოვრება უსარგებლო ნივთებისგან ან უსარგებლო ადამიანებისგან გაათავისუფლოთ. საღამოს შესაძლებელია დაუგეგმავი შემოსავლის მიღება.

წყარო: ფანთაიმი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა