როგორია გულის უეცარი გაჩერების გამაფრთხილებელი ნიშნები
დოქტორმა კინდარონ რენიერმა ლოს-ანჯელესიდან დაასახელა გულის გაჩერების 4 ადრეული გამაფრთხილებელი ნიშანი.
ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობამდე 24 საათით ადრე, - თქვა მან.
გულის გაჩერება გამოწვეულია გულის არანორმალური რითმის გამო, როდესაც ორგანიზმის ელექტრული სისტემა გამართულად არ მუშაობს. ადამიანი ჩვეულებრივ იღუპება რამდენიმე წუთში, თუ გულ-ფილტვის რეანიმაცია დაუყოვნებლივ არ ჩატარდება.
კინდარონ რენიერის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა Lancet-ში, შეისწავლა საერთო სიმპტომები გულის გაჩერების მქონე პაციენტებში. ავტორებმა გააანალიზეს 1,5 ათასზე მეტი ადამიანის მდგომარეობა, რამაც შესაძლებელი გახადა დადგინდეს, თუ რა ნიშნები შეიძლება გბაფრთხილებდეს გარდაუვალი შეტევის შესახებ.
გულის გაჩერებამდე 24 საათით ადრე შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გამაფრთხილებელი ნიშნები:
ქოშინი;
მკერდის ტკივილი;
ძლიერი ოფლიანობა;
კრუნჩხვები.
წყარო: მკურნალი.გე