სკოლაში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, საფრანგეთი სასწავლო დაწესებულებებში 7 000 ჯარისკაცის განთავსებას გეგმავს
ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, საფრანგეთი უსაფრთხოების გასაძლიერებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში 7 000 ჯარისკაცს განათავსებს გეგმავს. ბრძანება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გასცა.
პრემიერმინისტრის, ელიზაბეთ ბორნის გადაწყვეტილებით კი, ქვეყანაში მობილიზებულია უსაფრთხოების ძალები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 13 ოქტომბერს საფრანგეთში დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სკოლის მასწავლებელი მოკლა. დაშავდა კიდევ 2 პირი. პოლიციის ცნობით, ახალგაზრდა კაცი წარმოშობით ჩეჩენია. ფრანგული მედიის ცნობით, ის იმავე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო. საინფორმაციო არხი BFMTV იტყობინება, რომ პოლიციამ თავდამსხმელის ძმაც დააკავა.