„პროკურატურა მედავება, ჯანიბეგაშვილი დაგვემუქრა, დედას გიტირებთო... სასაცილოა... ამდენი გამოსაძიებელი საქმე აქვთ და რაში ხარჯავენ დროს...“ - რას წერს ცნობილი ადვოკატი?
ადვოკატ, ლაშა ჯანიბეგაშვილის ინფორმაციით, პროკურატურა მას ეთიკის დარღვევაზე დისციპლინარულ საბჭოში ედავება. ამის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს.
„ხვალ გამოვცხადდები სადიციპლინო საბჭოს წინაშე სადაც იხილება საქმე - საქართველოს მთავარი პროკურატურა დაობს ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილის მიმართ ეთიკის დარღვევაზე დისციპლინალურ საბჭოში:- საჩივრის თანახმად:-ლაშა ჯანიბეგაშვილმა პროკურატურას ოფიციალურ გვერდზე მოწერა:- დაგვემუქრა, კონკრეტულ პროკურორები დამნაშვეებს მფარველობენ მიიღეთ ზომები თორემ "დედას გიტირებთო". - შემდეგ საჯარო პოსტი დადო და შემდეგ "გველების ბუდე "გვიწოდაო და კონკრეტული პროკურორები ამხილა დამნაშავეების მფარველობაში მექრთამეობაში და სახელმწიფოს მტრები უწოდა მათ საქციელსო, ადვოკატს ამის გამო დისციპლინალური პასუხისგება და გაფრთხილება ემუქრება.
გარკვეულწილად ირონიულია ეს ყველაფერი... რადგან საქართველოში მსგავსი შემთხვევა უპრეცედენტოა.
--
დავის დასაწყისისას ადვოკატმა ლაშა ჯანიბეგაშვილმა გაიმარჯვა, იმ ნაწილში რომლითაც პროკრუატურა ედავებოდა, ოფიციალურ გვერდზე მინაწერს "პროკურორები დამნაშვეებს მფარველობენ, მიიღეთ ზომები თორემ დედას გიტირებთ"..
ხვალ იქნება მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რამდენად ეთიკურია "გველების ბუდედ"პროკურატურის გამოცხადება, ასევე განთავსდა თუ არა მსგავსი შინაარსის პოსტი ადვოკატის გვერდზე.
ღრმა შეშფოთებას გამოვთქვავ ამ საქმის სუსტი საფუძველის შესახებ რომელიც ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ ეკრანის სურათებს.
ვფიქრობ გენერალური პროკურატურას რომელსაც ათასობით საქმე აქვთ გამოსაძიებიდა ათიათასობით უკმაყოფილო დაზარალებული მოქალაქე ჰყავთ რომლებიც სამართლიანობას და გამოძიების შედეგებს ათობით წლები ელოდებიან, საქართველოში სტატისტიკით ერთერთ ყველაზე მაღალ რეიტინგულ ადვოკატთან დავაში დროს არ უნდა ხარჯავდნენ და რესურსებს.
- ვინც არ იცით გენერალური პროკურატურა არის ქვეყანაში ერთერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ბრლდების ორგანო, დასაქმებული ჰყავთ 10 000მდე პროკურორი და თანამშრომელი და ადვოკატის მიმართ მარცხდება ამ კონკრეტულ ქეისში დავა კი უპრეცედენტოა“, - წერს ჯანიბეგაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.