„პირველი სურათი გაქრისტიანებულ მარიამთან " - პრეზიდენტის შვილიშვილი მოინათლა- რა ფოტოებს აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტის ვაჟის, თეიმურაზ გორჯესტანის ქალიშვილი, მარიამ გორჯესტანი გაქრისტიანდა. ნათლობის ფოტოებსა და ვიდეოს სალომე ზურაბიშვილი "'ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს.
პრეზიდენტის ვაჟი 2018 წელს დაოჯახდა. თემურ გორჯესტანის მეუღლე ეროვნებით ფრანგია. წყვილმა ჯვარი ყაზბეგში, გერგეტზე დაიწერა. მათ პარიზელმა და ქართველმა მამაოებმა დაწერეს ჯვარი.