"ქოცების მიერ მის დამცირებაზე ერთადერთი პასუხი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება" - ნიკა გვარამია
"ქოცების მიერ მის დამცირებაზე ერთადერთი პასუხი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება" - წერს სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია.
"სხვათა შორის, "არა და არასდროს" არ დაუმცირებიათ საქართველოს არც ერთი პრეზიდენტი ისე, რომ კონსტიტუციის დამრღვევად ოფიციალურად ეცნოთ და ღია ეთერში მოწყობილ საჩვენებელ პროცესზე მასზე "გადაეჯლიგინებია" ხელისუფლების საპარამენტო "ბედაურებს" (სხვა საკითხია, რომ ზურაბიშვილს რეალურად კონსტიტუცია არც დაურღვევია).
ჰოდა, ქოცების მიერ მის ღია და მძიმე დამცირებაზე ერთადერთი პროპორციული და ადეკვატური პასუხი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
ლაპარაკიც არ უნდა, რომ ყველაფერი დანარჩენი ბოდიალი და ბოლია" - წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.