თავდასხმის საფრთხის გამო საფრანგეთის 6 აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა
თავდასხმის საფრთხის გამო საფრანგეთის ექვს აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. განგაშის სიგნალი ლილის, ლიონ-ბრონის, ნიცას, ნანტის, ტულუზისა და ბოვეს აეროპორტებში გაისმა.
აეროპორტებიდან რამდენიმემ მიიღო ანონიმური შეტყობინება ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ, რამდენიმეში კი ეჭვი მიტოვებული ბარგის შესახებ ინფორმაციამ გამოიწვია.
13 ოქტომბერს ISIS-თან დაკავშირებულმა პირმა ჩრდილოეთ ქალაქ არასში მასწავლებლის დანით დაჭრა. ამის შემდეგ, ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაციის გამო, ევაკუაცია გამოცხადდა ლუვრის მუზეუმსა და ვერსალის სასახლეში.