თეგებით ძიება

„პატარა ვიყავი მაშინ..." - რას ამბობს სოფო ჯაფარიძე პროექტ "ღიმილიან საქართველოზე"?

"ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის" ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ექ­ტი, "ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო" 2012 წელს და­ი­წყო. პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის უფა­სო სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა უნდა გა­ე­წი­ათ. იმა­ვე წელს, მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, პრო­ექ­ტი შე­წყდა.

მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­მა მო­ას­წრო პრო­თე­ზე­ბის უფა­სოდ ჩას­მა. ნა­წი­ლი კი უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩა, ვი­ნა­ი­დან, ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, პრო­თე­ზე­ბის მორ­გე­ბამ­დე მათ კბი­ლე­ბი ამო­უ­ღეს, არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის"გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ კი, პრო­ექ­ტი გა­ჩერ­და, რის გა­მოც, ისი­ნი კბი­ლე­ბი­სა და პრო­თე­ზე­ბის გა­რე­შე დარ­ჩნენ.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სოფო ჯა­ფა­რი­ძე აცხა­დებს, რომ ის იყო ერთ-ერთი ექი­მი-სტო­მა­ტო­ლო­გი, რო­მე­ლიც მა­შინ ამ პრო­ექ­ტში იყო ჩარ­თუ­ლი.

"ერთ-ერთი ექი­მი ვი­ყა­ვი მე. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი მა­შინ... "ფე­ის­ბუქ­ზეც" კი მი­დევს ფო­ტო­ე­ბი." - აცხა­დებს სოფო ჯა­ფა­რი­ძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა