თეგებით ძიება
22. 10. 2023 მსოფლიო

სლოვაკეთის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მთავრობა "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის მომზადებას აპირებს

სლოვაკეთის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერის რობერტ ფიცოს განცხადებით, მისი მთავრობა "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის მომზადებას აპირებს.

საუბარია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონზე (Foreign Agents Registration Act, FARA), რომელიც აშშ-ში 1938 წელს მიიღეს.

"არაკომერციული ორგანიზაციების ეპოქის ბატონობას ბოლო მოეღება", - განაცხადა რობერტ ფიცომ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ყველა უცხოური დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს კლასიფიცირებული, როგორც უცხოური აგენტი. ახალმა პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აღარ იქნება საგარეო ინტერესების რუპორი და სლოვაკეთის მიზნების შესაბამისად იმოქმედებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა