შურისმაძიებლობა, აგრესიულობა, სისასტიკე.. ეს პერიოდი აგრესიულ ფონს გაზრდის - ასტროლოგი გვაფრთხილებს
ასტროლოგი რამაზ გიგაური მომდევნო ერთი თვის შესახებ გვაფრთხილებს:
მზე-მარსის მოძრაობა მორიელის ზოდიაქოში:
2023 წლის ყველაზე რთული ერთ თვე
მოქმედების პერიოდი: 23 ოქტომბერი - 23 ნოემბერი
სიტყვა-გასაღები: შურისმაძიებლობა, აგრესიულობა, სისასტიკე
23 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:21 საათზე მზე მორიელის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და იქ 23 ნოემბრის ჩათვლის დარჩება.
≫ მორიელებისთვის
ზოგადად, მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის დაიწყება ერთთვიანი სასიკეთო პერიოდი. გაძლიერდება მათი ენერგია და გარკვეულწილად შინაგან განახლებას და აღმაფრენასაც იგრძნობენ. „მორიელების“ ცხოვრებაში დაიწყება ერთწლიანი ახალი ციკლი და ამ ერთწლიანი პერიოდის პოზიტიური ან ნეგატიური ასპექტები დამოკიდებული იქნება იმ ფაქტზე, თუ მათ პირად ჰოროსკოპში რამდენად დადებითად არის განთავსებული მზე და 2023 წლის სოლარული ჰოროსკოპი რამდენად ჰარმონიულია.
≫ ზოგადი განხილვა
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 12 ოქტომბერს ენერგიის, ბრძოლისა და აგრესიის პლანეტა მარსი ასევე მორიელის ზოდიაქოში შევიდა და იქ 24 ნოემბრამდე დარჩება (ანუ მზე და მარსი ერთდღიანი ინტერვალით დატოვებენ მორიელის ზოდიაქოს). აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ 29 ოქტომბერს მთვარის დაბნელებით დასრულდება ორკვირიანი „დაბნელებების დერეფანი“.
აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანები არა მხოლოდ არა მხოლოდ ოქტომბრის ბოლომდე გაივლიან 2024 წლის ალბათ ყველაზე რთულ პერიოდს, არამედ 24 ნოემბრის ჩათვლითაც. რეალურად, ეს არის მიმდინარე პერიოდიდან კიდევ ერთი თვე.
≫ ყოფითი-ზოგადი პროგნოზი
ეს პერიოდი გაზრდის აგრესიულ ფონს. ბევრი ადამიანი უფრო წინდაუხედავი, მოუთმენელი და აგრესიული გახდება. მოიმატებს დაპირისპირების, კამათისა და კონფლიქტების ალბათობა. ბუნებრივია, ეს აისახება ტექნიკის მუშაობაზეც, რაც გაზრდის ტექნიკური და ავტოავარიების ალბათობას. ადამიანებს მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა მართებთ ცეცხლსასროლ იარაღთან, ბასრ და მსხვრევად ნივთებთან ურთიერთობისას. ამ პერიოდში მოთმინება და კომპრომისზე წასვლა აუცილებელია. ეს ბევრ ადამიანს თავიდან აარიდებს სერიოზულ გართულებებსა და სხვადასხვა ტიპის ზიანს.
≫ მუნდანური (გეოპოლიტიკური) პროგნოზი
ბუნებრივია, ეს ნეგატიური პერიოდი პირდაპირ ეხება რუსეთ-უკრაინის ომსა და ისრაელში „ჰამასის“ შეიარაღებულ შეტევას და ამის შედეგად დაწყებულ შეიარაღებულ შეტაკების დაწყებას.
ამ პერიოდში როგორც რუსეთი-უკრაინის ომში, ისე ისრაელში და ღაზას სექტორში საომარი ტემპერატურა თავის პიკს მიაღწევს. ასტროლოგიური თვალსაზრისით ამაზე მიანიშნებს ზემოთ ნახსენები მზე-მარსის შეერთება ჯერ იუპიტერთან და შემდეგ ურანთან.
დავიწყოთ ისრაელ-„ჰამასით“.
საომარი მოქმედებების ალბათობა არა თუ შემცირდება, არამედ მკვეთრად მოიმატებს. წინა პროგნოზში დავწერე ორი სცენარი - პოზიტიური და ნეგატიური. პირველის მიხედვით, თუ აქტიური საბრძოლო მოქმედებები 15 ოქტომბრამდე შეჩერდებოდა, მაშინ ეს ყველაფერი გადავიდოდა ბევრად ჰარმონიულ ჭრილში და ყველაფერი ბევრად სწრაფად დასრულდებოდა. მეორე სცენარით კი ეს ყველაფერი შესაძლებელია გაგრძელებულიყო საშუალოდ ერთი წელი და მასში სხვა აქტიორებიც იქნებოდნენ ჩართულები. რასაც პრინციპში უკვე ვხედავთ.
სადამდე შეიძლება, რომ ეს ყველაფერი მივიდეს?
საკმაოდ რთულ სცენარამდე, რომელიც კონფლიქტის მასშტაბების ზრდაზე მიანიშნებს.
ეს რთული ციკლი მზარდია და პიკი არის 13 ნოემბერი.
ამ დღეს იქნება მორიგი ახალმთვარეობა. ამ დღეს მორიელის ზოდიაქოში არა მხოლოდ მზისა და მთვარის შეერთება ხდება, არამედ მათთან ზუსტ შეერთებაში იმყოფება მარსიც და ეს სტელიუმი უპირისპირდება ურანს (მოულოდნელობა, სწრაფი ცვლილება, ძველი ფორმების დაშლა, განახლება). ეს ყველაფერი მიუთითებს საომარი შეტაკებების არა მხოლოდ მასშტაბის ზრდაზე, არამედ ბევრი მოვლენის იმდენად სწრაფად განვითარებაზე, რომ მოსალოდნელია ბევრმა ქვეყანამ შესაბამისი რეაგირებაც საერთოდ ვერც კი მოასწროს.
ამ პერიოდში მკვეთრად მოიმატებს ტერორისტული აქტების ალბათობაც, ამიტომ თუ იმ ქვეყნების შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე ვერ იქნებიან, სადაც რთული პოლიტიკური სიტუაციაა და ირიბად მაინც კავშირში არიან ამ ახალ შეიარაღებულ კონფლიქტთან, შესაძლოა საკმაოდ რთულ სცენარებში აღმოჩნდნენ ჩათრეულები.
რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს.
მოსალოდნელია აქ ვიხილოთ ახალი გარღვევები უკრაინის მხრიდან და ამას იმაზე მეტად სასტიკი ფორმები ჰქონდეს, რომელიც ახლახან ვიხილეთ და ახლაც ვხედავთ უკრაინულ პატარა ქალაქ ავდიიკასთან, სადაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შენაერთები ე. წ. „ხორცსაკეპში“ მოაქციეს და გაანადგურეს მათი შემტევი ძალების ლამის 90 %
აქაც არ არის გამორიცხული ვიხილოთ გარკვეული სცენარების საკმაოდ სწრაფად განვითარება, ახალი რეალობის საკმაოდ შეკუმშულ დროში ახლებურად ფორმირება და სრულიად ახალი სურათის ჩამოყალიბება. თუმცა ეს ყველაფერი ცხადია, რუსეთისთვის სასიკეთო არაფრით არ იქნება.
ჩემს ძველ პროგნოზებში უკვე ვუთითებდი, რომ რუსეთი 2018-26 წლებში გადის ერთ-ერთი ყველაზე რთულ პერიოდს, როდესაც რუსეთის სახელისუფლო ვერტიკალი არა მხოლოდ მოირყევა, არამედ დაშლას დაიწყებს.
დასასრულ ვისურვოთ, რომ ყველაფერი იმაზე ნაკლებ აგრესიული ფორმებით განვითარებულიყოს, ვიდრე ამის ალბათობა არსებობს და თუნდაც ინდივიდუალურ დონეზე, ყველა ადამიანს თავის თავში ეპოვოს სიმშვიდე, ჰარმონია და გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მეტი გულისხმიერება და სიყვარული გამოეჩინოს.