„არ არსებობს პრეცენდენტი, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტია, ოდესმე, თუნდაც რევოლუციით უკან მობრუნებულიყოს” – ნიკა მელია
„როცა გემი არის ტალღაში და ღელვაში და კაპიტანი კვიპროსში, შეუძლებელია წარმატებას მიაღწიო,“ – ამის შესახებ ენმ-ს ყოფილმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა.
„ყოფილიყო მერაბიშვილი საჯარო პოლიტიკაში, ან კეზერაშვილი. როცა გემი არის ტალღაში და ღელვაში და კაპიტანი კვიპროსში, შეუძლებელია წარმატებას მიაღწიო. ენმ-ის ამომრჩეველი არ მისცემს ხმას კეზერაშვილ-მერაბიშვილის გამო.
ვაძლევ შანსს, რომ დაფიქრდნენ, აღიარონ, საზოგადოებამ დაინახოს ეს.
ხალხთან ერთად ყოფნას ვინ აპირებს, კაპიტანი კეზერაშვილი თუ კვიპროსზე ნამყოფი თუ მერაბიშვილი, ვინ უნდა იყოს ხალხის წინამძღოლი. არ არსებობს პრეცენდენტი, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტია, ოდესმე, თუნდაც რევოლუციით უკან მობრუნებულიყოს, ისტორია მეორდება, პერსონაჟები არა“, - განაცხადა მელიამ.