"თავი შეიკავეთ, არ დაიხარჯოთ, სჯობს ამ ყველაფერს სახლიდან დავაკვირდე...“ - ანანო მიმართვას ავრცელებს
"პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე ანანო მიმართვას ავრცელებს და მხარდამჭერებს მოუწოდებს, თუკი აუტსაიდერის სკამზე აღმოჩნდება, არ დაიხარჯონ, რადგან პროექტის დატოვება სურს.
„მინდა პატარა განცხადება გავაკეთო, თითქმის 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ აუტსაიდერის სკამზე დავჯდები. მინდა მოწოდება გავაკეთო ჩემი მეგობრების, ჩემი გულშემატკივრებისთვის, არ მინდა ეს ყველაფერი, თავი შეიკავეთ, არ დაიხარჯოთ, ვინაიდან, უკვე დროულია ეს ყველაფერი, ასეც იყო საჭირო. მართალია პატარა გეგმა მქონდა, რომ ძალიან მინდოდა ამ ყველაფრისთვის ფარდა ამეხადა და ისე წავსულიყავი. თუმცა არ მინდა ასე წასვლა, სიმართლე არ დაიმალება და სჯობს ამ ყველაფერს სახლიდან დავაკვირდე“, - ამბობს ანანო.