თეგებით ძიება

როგორ უნდა მოიქცეთ დღევანდელი სავსემთვარეობის დროს? - მიხეილ ცაგარელი გირჩევთ

ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი დღევანდელ სავსემთვარეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

„ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ დღეს 28 ოქტომბერს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა ღამის 12 საათზე პიკია, ამიტომ მოეწყვეთ მყუდროდ თქვენს თბილ ბინაში, ილოცეთ გულისხმიერად, ყველას უსურვეთ და გაუგზავნეთ მშვიდობა, სიყვარული, სიკეთე, ბედნიერება, ჯანმრთელობა… დაულოცეთ ყველას მშობლები და შვილები. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს, ხორცს, ალკოჰოლს… აირიდეთ ნეგატიური ინფორმაცია, რათა უახლოესი 6 თვე არ გაგყვეთ ეს ნეგატივი…

მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, უყურეთ საყვარელ ფილმს და თბილად მიმართეთ გარშემომყოფებს, შეაქეთ. მშვიდად დაისვენეთ.

3 დღე გაგრძელდება გავლენა… ამ პერიოდში მოერიდეთ მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებას, უმჯობესია გადადოთ.

კარგია ჩამოწეროთ იმ საქმეების გეგმა, რომელიც დაუმთავრებელია, გართულდა, გაიწელა დროში, გაგიძნელდათ მისი დასრულება.“ - წერს ცაგარელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა