"ჯერ იყო და, 19 წლის ბიჭმა მოიკლა თავი, დღეს კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მისმა მე-12 კლასელმა შეყვარებულმა” - ტრაგედია ხობში
ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ხობში მომხდარი ტრაგედიის შესახებ წერს.
"უსაშინლესი ტრაგედია დატრიალდა ხობის მუნიციპალიტეტში: ჯერ იყო და, 19 წლის ადგილობრივმა, რეზიმ, ვაშლიჯვრის სამხედრო ნაწილში ავტომატიდან გასროლით თავი მოიკლა, დღეს კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მისმა მე-12 კლასელმა შეყვარებულმა – ნინიმ, რომელიც სახლში, გარდაცვლილი იპოვეს…
საშინელებაა, წარმოუდგენელი ამბავი, ვუსამძიმრებ ორივე გარდაცვლილის ოჯახებს, ახლობლებს…", - წერს ჟურნალისტი.