„15:36-დან 18:59 საათამდე მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება
ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ამბობს, რომ განსაკუთრებულად საყურადღებო დღეა, რადგან მთვარეს „მიმართულება აქვს დაკარგული“.
მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 15:36-დან 18:59 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
13 ნოემბრამდე დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა სირთულეებს შეუქმნის ზოდიაქოს ყველა ნიშანს. მოიმატებს სტრესი და დაძაბულობა, მოიმატებს უსიამოვნებების და მოულოდნელი პრობლემების ალბათობა.
თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, სარისკო მოქმედებისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან.
მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ იმიჯსა და გარეგნობაზე ზრუნვას.
მოერიდეთ ხალხმრავლობას, შურიან და ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია თვალის აღების და ენერგოველის დაბინძურების ალბათობა.