თეგებით ძიება
31. 10. 2023 მსოფლიო

ჩეჩნეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებს პირდაპირ შუბლში ესროლეთ - კადიროვი

"იმ შემთხვევაში, თუ ჩეჩნეთში ვინმეს მასობრივი არეულობის მოწყობის სურვილი ექნება, მათ შუბლში უნდა ესროლოთ“. ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის მთავრობასთან თათბირზე განაცხადა. ინფორმაციას Nexta live ავრცელებს.

„არასანქცირებული არეულობის მოწყობას ერთი ადამიანი მაინც თუ დააპირებს, უნდა დაიჭიროთ და ციხეში ჩასვათ. ან დაკავებამდე ჰაერში გაფრთხილების მიზნით სამჯერ გაისროლეთ და თუ ადამიანი კანონის მოთხოვნას მაინც არ დაემორჩილება, მეოთხედ შუბლში ესროლეთ. ამის შემდეგ ასეთ აქციებს აღარ მოაწყობენ. ეს ჩემი ბრძანებაა“, - განაცხადა კადიროვმა.

კადიროვის ეს განცხადება 29 ოქტომბერს დაღესტნის დედაქალაქის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაისმა, როდესაც 1500-მდე ადამიანი თელ-ავივიდან რეისს ელოდებოდა და ებრაელების დახოცვით იმუქრებოდა. პოლიციასთან შეტაკების დროს 20 ადამიანი დაშავდა. ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა