ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც უახლოეს პერიოდში ფინანსური პრობლემები ექნებათ
ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც უახლოეს პერიოდში ფინანსური პრობლემები ექნებათ
სექტემბერი ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშნისთვის აქტიური და დინამიური იყო. თუმცა, რამოდენიმე მათგანს, მთავარი პრობლემები, რაც ფინანსებს უკავშირდება, ჯერ კიდევ წინ აქვთ...
ნახეთ ვინ მოხვდა ჩამონათვალში.
ვერძი
ვარსკვლავები და ასტროლოგები შეგახსენებენ, რომ საჭიროა გონივრული ეკონომიკური გეგმა იქონიოთ, რადგან შემოდგომით მიდრეკილი იქნებით ფული ხარჯვისკენ ან მათ მიმართ უდიერი დამოკიდებულება გექნებათ. თქვენი ხარჯების ყველაზე დიდი ნაწილი - სიამოვნებას ხმარდება. თავიდან შესაძლოა ვერაფერი იგრძნოთ, თუმცა ეს მანამ გაგრძელდება, სანამ დანაზოგი გეყოფათ. შემდეგ კი ცარიელი ჯიბით დარჩენილს, ძალიან გაგიჭირდებათ რეალობასთან გამკლავება.
ლომი
ციური სხეულები გაფრთხილებენ, რომ ყურადღება გამოიჩინოთ საკუთარი ფინანსების მიმართ, განსაკუთრებით უახლოეს მომავალში. ბიუჯეტში აშკარად ისეთი საკითხები გაგიჩნდებათ, რომლებიც აუცილებლად უნდა აღკვეთოთ. დაზოგილი თანხები შეგიძლიათ დააბანდოთ სწავლა-განათლებაში, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაში ან ახალ პროექტში. სექტემბრის ბოლოდან, შესაძლოა კარიერაში გარკვეული ცვლილებები მოხდეს, ამიტომ, რეკომენდირებულია, რომ ფინანსურად მად დახვდეთ ამ ყველაფერს.
სასწორი
დიდი ხანია რაღაცის შეცვლას ცდილობთ კარიერის მხრივ და სწორედ სექტემბრის ბოლოდან, სიტუაცია ძალიან დაიძაბება და ჩიხში შეგიყვანთ. შემოდგომის პირველი ნახევარი, თქვენი გამოცდის პერიოდი იქნება და რთული არჩევანის წინაშე დადგებით - გარისკოთ და უსამსახუროდ დარჩეთ, თუ სრულიად სხვა საქმიანობით დაკავდეთ. გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ თქვენზეა, თუმცა, კარგად უნდა გააანალიზოთ ვითარება.
მერწყული
ასტროლოგები მერწყულებს ურჩევენ თავი შეიკავონ ფულის სესხება-გასესხებისგან. შემოდგომის დასაწყისი ძალიან შეუფერებელი დროა იმისათვის, რომ რაიმე სახის ფინანსური რისკი გაწიოთ. გადახედეთ ბიუჯეტს, დაიწყეთ დაგეგმვა - როგორც შემოსავლების, ისე ხარჯების. განსაკუთრებით შეიკავეთ თავი იმპულსური შესყიდვებისგან სეზონის შუა ნაწილში.
ჰოროსკოპი.გე