თეგებით ძიება

ხახვის ფუჩეჩი - სასწაულმოქმედი მკურნალი, რომელიც უამრავი დაავადებისგან დაგიცავთ

ხახვის ფუჩეჩი, რომელსაც ნაგავში ვაგდებთ,  უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ხახვის ფუჩეჩს შეუძლია ჯანმრთელობა დაუბრუნოს ადამიანის ნებისმიერ ორგანოს. ფუჩეჩის მთავარი ფერმენტი კვერციტინი, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს. ფუჩეჩი შეგიძლიათ ჩაისავით დააყენოთ და დალიოთ. დღეში ნახევარი ჭიქა სავსებით საკმარისია. ასეთი ნაყენი გაგათავისუფლებთ შეშუპებისგან, კარგი პროფილაქტიკაა შაქრიანი დიაბეტისთვის. ხახვის ფუჩეჩში არსებული ფიტონციდები ძლიერი ანტისეპტიკებია, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ზედა სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს.

ხახვის ფუჩეჩის ნაყენის სმა არ შეიძლება შარდ-კენჭოვანი დაავადებები, გასტრიტისა და წყლულის დროს. ამ შემთხვევებში მისი გამოყენება მხოლოდ პირისა და ყელის გამოსავლებად შეიძლება. ის მოგირჩენთ ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა: ანგინა, ტონზილიტი და სტომატიტი.

ხახვის ფუჩეჩის ნაყენი მოგიშუშებთ ჩირქიან ჭრილობებს. მისი ნაყენის გადავლების შემდეგ თმა ჯანსაღი და ბზინვარე ხდება.

ალერგიის თავიდან აცილების მიზნით, ხახვის ფუჩეჩის ნაყენის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.

გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ხახვის ფუჩეჩი შეიცავს 4% ანტიოქსიდანტს - 

კვერცეტინს. ეს ნივთიერება მიეკუთვნება Р ჯგუფის ვიტამინებს. ამის გარდა ხახვის ფუჩეჩი შეიცავს E, ც, B ჯგუფის ვიტამინებს. ვინაიდან კვერცეტინი ორგანიზმმა უნდა მიიღოს დიდი დოზით, ამიტომ რეკომენდებულია მისი მიღება ყოველდღიურად. ცნობილი ექიმი ატკინსი თვლიდა, რომ კვერცეტინი წარმოადგენს საუკეთესო ჰისტამინურ საშუალებას და უნიშნავდა მას თავის პაციენტებს, რომლებიც დაავადებულები იყვნენ ალერგიის სხვადასხვა ფორმებით.

ადამიანებს, რომლებიც იყენებენ კვერცეტინის დიდ რაოდენობას, გააჩნიათ ინფარქტების, ინსულტების და ტრომბების საკმაოდ დაბალი რისკი. ხახვის ფუჩეჩის ნახარშს გამოყავს ორგანიზმიდან ზედმეტი ნატრიუმი და ქლორი, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია გულით დაავადებებულ ადამიანებისთვის.

უდიდეს ინტერესს წარმოადგენს კვერცეტინი როგორც კიბოს საწინააღმდეგო საშუალება, თანაც არა მხოლოდ პროფილაქტიკური, არამედ სამკურნალოც. ზოგიერთი სამეცნიერო კვლევის მიხედვით, ის აჩერებს ლეიკემიის განვითარებას და აფერხებს სარძევე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავი, პროსტატის, ფილტვის, ტვინის და ლიმფოსარკომის უჯრედების ზრდას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა