თეგებით ძიება

„ყველა მორიგდება და მხოლოდ თქვენ აღმოჩნდებით ზარალში“ - ვის აფრთხილებს მიხეილ ცაგარელი?

ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს მიმდინარე კვირის დღეებთან დაკავშირებით აფრთხილებს:

დედამიწა ისევ ნეგატიურ ენერგოველშია, ამიტომ გამოიჩინეთ ყურადღება, მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა. ეცადეთ მშვიდად გადაწყვიტოთ ყველა პრობლემა. მოერიდეთ კამათს და დაპირისპირებას. არ აჰყვეთ პროვოკაციას, რომელთა ალბათობა ამ კვირაში განსაკუთრებით მაღალი იქნება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ახლობლებთან, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობას.

ვერძი – რთული და დაძაბული კვირაა. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება. მართალია, არასტაბილური ემოციური მდგომარეობის ფონზე ყველა წვრილმანი გაგაღიზიანებთ, მაგრამ მაინც არ ღირს აგრესიის გამოვლენა და გარშემომყოფებთან დაპირისპირება. მოერიდეთ ფულის ფუჭად ხარჯვას, რადგან ნეგატიური ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში ისედაც ზედმეტი ხარჯის გაწევას გაიძულებთ. არაა გამორიცხული კოლეგათა ან საქმიან პარტნიორთა უპასუხისმგებლობამ შეგიქმნათ პრობლემები და შეაფერხოს მიმდინარე პროექტების განხორციელება.

 

კურო – დინამიური, მაგრამ რთული პერიოდია. მართალია, მომატებული შრომისუნარიანობისა და ენთუზიაზმის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერული და ორგანიზატორული უნარების გამოვლენას, მაგრამ საერთო ნეგატიური ველი თქვენც შეგიქმნით პრობლემებს. სირთულეები შეგექმნებათ როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობაში, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და თავშეკავება, რათა კამათი არ გახდეს სერიოზული კონფლიქტის ან დაშორების მიზეზი, არაა გამორიცხული თავი შეგახსენონ ძველმა პრობლემებმა, რაც კიდევ უფრო დაძაბავს ურთიერთობას თქვენსა და პარტნიორებს შორის. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ ინდივიდუალურ პროექტებს და არა კოლექტიურ საქმიანობას.

 

ტყუპები – კარმული ვალების გასტუმრების კვირაა. გაიაზრეთ და გამოასწორეთ ძველი შეცდომები, ეცადეთ არ დაუშვათ ახალი შეცდომები, რომლებიც ბუმერანგივით, ორმაგი სიმძიმით დაგიბრუნდებათ მომავალში. მართალია, მოგიწევთ საკუთარი სიმართლის, უფლებების დაცვა და იმ წინაღობების დაძლევა, რომლებიც თქვენს თავისუფლებას ზღუდავენ, მაგრამ მაინც არ ღირს აგრესიის და გაღიზიანების გამოვლენა. ეცადეთ ყველაფერი წინასწარ დაგეგმოთ, რადგან ქაოსმა და არეულობამ არ შეგიქმნათ დამატებითი პრობლემები. არ ღირს ყოველდღიური რუტინისგან, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისგან თავის მორიდება, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ ყველა საქმის შესრულება. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დელიკატურობა კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რათა უფრო მეტად არ გაირთულოთ მდგომარეობა.

 

კირჩხიბი – აქტიური და მეტად მრავალფეროვანი კვირაა, თუმცა საერთო დისჰარმონიული ფონი თქვენც შეგიქმნით გარკვეულ პრობლემებს. მართალია, ყველა საქმეს გულისყურითა და მაქსიმალური პასუხისმგებლობით შეასრულებთ, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ, მით უფრო, რომ სწორედ ამ კვირაში გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც არა მხოლოდ საქმეში შეგიშლიან ხელს, არამედ თქვენი ავტორიტეტის შელახვასაც შეეცდებიან. გაღიზიანების და ბრაზის მიუხედავად მაინც არ ღირს აგრესიის გამოვლენა, უმჯობესია მოითმინოთ და დათმოთ, საქმის გარჩევა კი, უკეთესი დროისთვის გადადოთ.

 

ლომი – მეტად დისჰარმონიული კვირაა. არასტაბილური ჯანმრთელობის ფონზე მაღალია ავად გახდომის და ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას და კოლეგებთან ურთიერთობისას, რათა არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა, რომელიც სერიოზულად შეარყევს თქვენს რეპუტაციას. არაა გამორიცხული მოგიწიოთ არასასურველი არჩევანის გაკეთება, ცვლილებებს ან ახალ წესებს მორგება, რაც თქვენს გაღიზიანებასა და სერიოზულ დისკომფორტს გამოიწვევს. მართალია, ძალიან გაგიჭირდებათ, მაგრამ მაინც მოგიწევთ სამსახურსა და სახლს შორის ბალანსის დაცვა, რათა არც ოჯახის წევრები გაანაწყენოთ, არც ხელმძღვანელების შენიშვნა დაიმსახუროთ. თავი შეიკავეთ ფინანსური და მემკვიდრეობითი საკითხების გადაწყვეტისგან.

 

ქალწული – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, მოზღვავებული ენერგიისა და შრომისუნარიანობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ძველი საქმეების დასრულებას, მაგრამ დედამიწის ნეგატიური ენერგოველი თქვენც შეგიქმნით გარკვეულ სირთულეებს. ძალიან გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიება, რაც კამათის, შესაძლოა სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდეს. არაა გამორიცხული შეცვალოთ გეგმები, გადახედოთ მიმდინარე პროექტებს გადახედვა და მოიძიოთ მათი განხორციელების ახლებური მეთოდები. თავი შეიკავეთ მოგზაურობისა და შორ მანძილზე მგზავრობისგან, არ ღირს ტესტებისა და გამოცდების ჩაბარება, მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვა და ხელშეკრულებების გაფორმება.

 

სასწორი – რთული და ნაკლებად სასიკეთო კვირაა. მოგიწევთ სერიოზული ფინანსური პრობლემების დაძლევა, რაც კონფლიქტს და დაძაბულობას გამოიწვევს როგორც საქმიან ისე სასიყვარულო პარტნიორებთან. არაა გამორიცხული სწორედ ფინანსები გახდეს ერთ დროს საიმედო ადამიანებთან დაშორების ან სასამართლოში საქმის გარჩევის მიზეზი. თავი შეიკავეთ ინვესტიციებისა და მსხვილი კაპიტალის დაბანდებისგან, კოლექტიური მუშაობისგან ერთობლივი პროექტებისა და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებისგან.

 

მორიელი  – ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, თქვენთვის კვირა შედარებით მშვიდი იქნება, რადგან მზე სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. შეგიძლიათ გააქტიურდეთ და გამოიჩინოთ ინიციატივა, თუმცა არ დაივიწყოთ, რომ დედამიწის უარყოფითი ენერგოველის გავლენა თქვენც საკმარის პრობლემებს შეგიქმნით, რადგან ნებისმიერი მოვლენა და ურთიერთობა ორგვაროვანი, წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავი იქნება. მართალია, ზოგჯერ ძალიან გაგაკვირვებთ მოვლენების ალოგიკურობა, მაგრამ ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, არ გარისკოთ და არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილება. მიაქციეთ ყურადღება გარშემომყოფებს, რადგან გააქტიურებული მტრები და მოშურნეები სწორედ ამ კვირაში ეცდებიან თქვენთვის დამატებითი პრობლემების შექმნას.

 

მშვილდოსანი – ერთ-ერთი ურთულესი კვირაა მთელი წლის მანძილზე. დასუსტებული ჯანმრთელობის ფონზე თავს შეგახსენებენ ქრონიკული დაავადებები, არასტაბილური ემოციური მდგომარეობა კი, არ მოგცემთ დამშვიდების საშუალებას. იმოქმედეთ ფრთხილად და წინდახედულად, რათა არ გახდეთ კრიტიკის ობიექტი კოლეგებისა და ხელმძღვანელების მხრიდან. მოერიდეთ სულსწრაფი, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას, რათა არ მისცეთ მტრებსა და მოშურნეებს თქვენი შეცდომებით სარგებლობის უფლება.

 

თხის რქა – ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ დედამიწის ნეგატიური ენერგოველი თქვენც შეგიქმნით გარკვეულ სირთულეებს. არაა გამორიცხული ინტერესთა დაპირისპირების ფონზე სერიოზული კონფლიქტი მოგივიდეთ საქმიან პარტნიორებთან, რაც ძველი ხელშეკრულებების გადახედვას და გაუქმებას გაიძულებთ. მოერიდეთ ზედმეტად სიტუაციის დაძაბვას, რათა არ მოგიხდეთ საკამათო საკითხების სასამართლოში გარჩევა. ეცადეთ შეინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი და არ ჩაებათ სხვათა კონფლიქტში, რადგან საბოლოოდ ყველა მორიგდება და მხოლოდ თქვენ აღმოჩნდებით ზარალში. თავი შეიკავეთ მოგზაურობისა და შორ მანძილზე მგზავრობისგან, რადგან მაღალია გაუთვალისწინებელი ხარჯის ან დანაკარგის ალბათობა.

 

მერწყული – რთული და დაძაბული კვირაა. დასუსტებული ჯანმრთელობის ფონზე თავს შეგახსენებენ ქრონიკული დაავადებები, არასტაბილური ემოციური ფონი კი, აგრესიის და გაღიზიანების მიზეზი გახდება. არაა გამორიცხული რადიკალური ცვლილებების განხორციელება მოგიხდეთ როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში, თუმცა არ ღირს იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება ახლობლების მიმართ, რომლებიც მოთხოვნებსა და პრეტენზიებს წაგიყენებენ.

თევზები – მეტ-ნაკლებად მშვიდი კვირაა. მართალია, სტაბილური ჯანმრთელობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენას, მაგრამ დედამიწის ნეგატიური ენერგოველი სხვა ზოდიაქოს ნიშნების მსგავსად თქვენც შეგიქმნით გარკვეულ პრობლემებს. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და ლოიალურობა გარშემომყოფთა მიმართ, რათა არ გახდეთ კონფლიქტის და სერიოზული დაპირისპირების მიზეზი. არ ღირს სხვათა გაკიცხვა, მეგობრების და კოლეგების საქციელისა და სიტყვების შეფასება, რადგან უმეტესობა თქვენს შენიშვნას მხოლოდ აგრესიით უპასუხებს. თავი შეიკავეთ მოგზაურობისგან და შორ მანძილზე მგზავრობისგან, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების, არასასიამოვნო სიურპრიზებისა და მოულოდნელი სირთულეების ალბათობა.

გეომაგნიტური დღეები – 6, 7, 10 და 12 ნოემბერი.

წყარო: epilogi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა