თეგებით ძიება

მიმდინარე კვირის ყველაზე იღბლიანი დღეები

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე ხელსაყრელი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

6 ნოემბერი

ასტროლოგების თქმით, დღეს ადამიანების ფიქრებსა და აზრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ეს მთელი დღის განწყობას განსაზღვრავს. თუკი პოზიტიურად იფიქრებთ, იქნებით კეთილგანწყობილი, სამყაროსაგან მოულოდნელ სიურპრიზს, პატარა გამართლებას, დადებით ემოციებს მიიღებთ. თუ სამყაროში ნეგატიურ განწყობას გაუშვებთ, უკან იგივე დაგიბრუნდებათ. ამიტომ, ეს დღე მშვიდად გაატარეთ, იყავით მადლიერი ყველაფრისთვის, რაც გაქვთ და კიდევ უფრო მეტს მიაღწევთ.

7 ნოემბერი

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ - არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის საკითხის გადაჭრა გიწევთ. რა თქმა უნდა, ახლობლების, ოჯახის წევრების რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, მაგრამ ასტროლოგების თქმით, დღეს თქვენი ინტუიცია და შინაგანი ხმა განსაკუთრებით კარგად მუშაობს. ამიტომ, ის გადაწყვიტეთ, რასაც თქვენი გული და გონება გიკარნახებთ.

8 ნოემბერი

მნიშვნელოვანია, ამ დღეს საკუთარ ემოციებსა და განცდებს კარგად მოუსმინოთ და შეაფასოთ. ყოველდღიური რუტინის, საქმისა და სხვადასხვა პასუხისმგებლობის ფონზე, ხშირად საკუთარი თავი გვავიწყდება. იმისათვის, რომ მოტივაცია არ დაკარგოთ და წინსვლისთვის კვლავ გქონდეთ შემართება, აუცილებელია, გაარკვიოთ, რას მოაქვს თქვენთვის შფოთვა და არასასიამოვნო ემოციები და პრობლემის მიზეზზე დაფიქრდეთ.

9 ნოემბერი

ასტროლოგების თქმით, ეს დღე ნებისმიერ წამოწყებაში იღბალსა და გამართლებას გპირდებათ. ნახავთ, რომ ის საქმეები, რომლებიც ადრე მიუღწევლად გეჩვენებოდათ, ახლა მარტივად გამოგდით და შეგიძლიათ, მნიშვნელოვანი წარმატება ნახოთ. ამიტომაც, შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.

10 ნოემბერი

შესანიშნავი დროა, ძველ, უსარგებლო ჩვევებზე უარის თქმისა და ახალი გეგმების დასასახად. დაფიქრდით, რისი მიღწევა გსურთ მთელი გულით, ჩამოწერეთ კონკრეტული გეგმა და მიჰყევით დასახულ მიზანს.

11 ნოემბერი

ამ დღეს შესაძლოა, მომატებული შფოთვა იგრძნოთ, გაგიჩნდეთ ტირილის სურვილი, იფიქროთ, რომ არაფერი გამოგდით... ნუ შეგეშინდებათ ემოციების გამოხატვის. სრულიად ბუნებრივი მდგომარეობაა. ეს დღე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ, რომ აუცილებლად უნდა შეცვალოთ ის, რაც ბედნიერებას აღარ განიჭებთ და ტოქსიკურია. ამიტომ, აღნიშნული პერიოდი სხვადასხვა საკითხის გადაფასებისთვის გამოიყენეთ.

12 ნოემბერი

ეს დღე გაჩვენებთ, ვინ არის თქვენი რეალური მოწინააღმდეგე და ვისგან უნდა გქონდეთ მხარდაჭერის იმედი. შეიძლება ითქვას, რომ თქვენს ცხოვრებაში სიცხადის შემოტანის დღეა. შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანით იმედგაცრუებულიც იყოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, სიმართლის გარკვევა ძალიან დაგეხმარებათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა