"მძღოლი მიიმალა, თუმცა პოლიციამ მალევე იპოვა და დააკავა“ - შემზარავი ავარიის დეტალები, რომელსაც 19 წლის გოგო ემსხვერპლა
ფონიჭალაში ავარიას ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც პრაიმტაიმს მიაწოდეს ინფორმაცია, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გოგო გზის გადაკვეთას ცდილობდა. დაღუპული 19 წლის მაია ომაროვაა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.
თვითმხილველების თქმით, მძღოლი, რომელიც 22 წლისაა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მისი ადგილსამყოფელი პოლიციამ მალევე დაადგინა და დააკავა.