თეგებით ძიება

„ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ..." - ცხინ­ვა­ლის ე.წ. „უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი“ კირ­ბა­ლის მიმ­დე­ბა­რედ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის ე.წ. „უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი“ კირ­ბა­ლის მიმ­დე­ბა­რედ რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა.

„და­კა­ვე­ბის მცდე­ლო­ბი­სას მათ მე­სა­ზღვრე­ებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს, რაც საფრ­თხეს უქ­მნი­და მე­სა­ზღვრე­ე­ბის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას. სა­ზღვრის დამ­რღვე­ვებ­მა ნა­ჯა­ხი გა­მო­ი­ყე­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მათ სცა­დეს ავ­ტო­მო­ბი­ლით მე­სა­ზღვრეს შეს­ჯა­ხე­ბოდ­ნენ და შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში გამ­გზავ­რე­ბუ­ლიყ­ვნენ. ამ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის აღ­საკ­ვე­თად და სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, მე­სა­ზღვრე­ებ­მა ჰა­ერ­ში გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და მას შემ­დეგ, რაც სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვე­ბი კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ, ცე­ცხლი გა­უხ­სნეს მათი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბუ­რა­ვებს“, - ნათ­ქვა­მია გავრცელებულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. „სა­ზღვრის“ ერთ-ერთი დამ­რღვე­ვი მძი­მედ და­იჭ­რა და გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით „სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე“ გა­და­იყ­ვა­ნეს, მე­ო­რე კი - და­ა­კა­ვეს.

შე­გახ­სე­ნებთ, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კირ­ბა­ლის მიმ­დე­ბა­რედ, მიმ­დე­ბა­რედ რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სრო­ლის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მოკ­ლეს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი მომ­ხდარ­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და აცხა­დებს, რომ რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე.

კერ­ძოდ, სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, "2023 წლის 6 ნო­ემ­ბერს გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კირ­ბა­ლის მიმ­დე­ბა­რედ, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბის უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბის მცდე­ლო­ბი­სას რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სრო­ლის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბულ იქნა ერთი მო­ქა­ლა­ქე".

შსს-მ გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კირ­ბალ­თან, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბის და ერთი პი­რის გა­ტა­ცე­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე და 143-ე მუხ­ლე­ბით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა