თეგებით ძიება

"მანქანა ახლაც იქ გდია. ბეჭებში აქვს სამგან ნასროლი. მანქანაში მოკლეს. უკნიდან არის ნასროლი. სულ დაცხრილულია მანქანა" - კირბალში მცხოვრები

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ცხედარი საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

კირბალის მაცხოვრებლების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა  გინტური თავისსავე მანქანაში მოკლეს და მას ჭრილობები ზურგის არეში აქვს მიყენებული.

„ავიდნენ ეკლესიაში სანთელი უნდა დაენთოთ და იქვე ყოფილან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები. მისცვივდნენ და ჩაცხრილეს ბიჭი მანქანაში. ერთი გაიტაცეს“, - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

„მანქანა ახლაც იქ გდია. ბეჭებში აქვს სამგან ნასროლი. მანქანაში მოკლეს. უკნიდან არის ნასროლი. სულ დაცხრილულია მანქანა“, - აღნიშნავს ადგილობრივი კაცი.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს სროლა იყო საოკუპაციო ხაზთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისას დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი ის ადგილობრივი მცხოვრები თამაზ გინტურია. რუსმა ოკუპანტებმა ასევე უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა