თეგებით ძიება
08. 11. 2023 ვიდეო

დილით ლომისის ეკლესიასთან ოკუპანტები დააფიქსირეს, ტაძრის კარი ისევ ღიაა - ქაცარავა კირბალიდან ვიდეოს ავრცელებს

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერი, დავით ქაცარავა ავრცელებს კადრებს, რომლის მიხედვითაც, სოფელ კირბალის თავზე დილიდან გამოჩნდნენ ოკუპანტები. გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ ტაძრის კარი, რომელიც გასულ ზაფხულს ოკუპანტებმა აჭედეს და რომელიც მათ მიერ მოკლულმა თამაზ გინტურმა გახსნა, ისევ ღიაა.

თამაზ გინტურის ოჯახი სამძიმრებს იღებს. გინტური 2008 წლის ომის მონაწილე იყო, მას ოკუპანტებმა ზურგიდან ესროლეს. ჩაცხრილული მანქანა ფერდზეა ჩამოყვანილი, თუმცა სამართალდამცევებს ის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოჰყავთ. 

ოკუპანტებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელიც მკვლელობამდეა გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ გინტური ეკლესიის კარებს აღებს. ის ამბობს "ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე და შენი ჩამჭედის დედას შე***ი!".

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო. ირაკლი ანთაძე ამბობს, საოკუპაციო რეჟიმისგან გატაცებულ დოთიაშვილზე მიიღეს ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა