"დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლაში რამხელა წვლილი შეიტანა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის თავდადებამ" – დიტო სამხარაძე
“ქართული ოცნების” დეპუტატი, დიტო სამხარაძე ევროკომისიის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლაში რამხელა წვლილი შეიტანა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის თავდადებამ. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და შექმნილი გუნდის დამსახურებით, ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე, თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი 2012 წლის შემდგომ პერიოდში ხორციელდება. ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი – ეს ყველაფერი უკავშირდება “ქართული ოცნების” მმართველობას. 11 წლის წინ საქართველოს მოსახლეობის სწორი არჩევანით, ჩვენი ქვეყანა არა მხოლოდ გადაურჩა სულ განადგურებას, არამედ დაიწყო ეროვნული პოლიტიკის გატარება და სუვერენიტეტის განმტკიცება. უწყვეტი სტბილურობის და მშვიდობის პერიოდი იძლევა საშუალებას განვითარდეს ყველა სფერო და შედეგად ყველა მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა.
ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ ერთად კიდევ ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ! ვამაყობ, რომ ვარ გუნდის წევრი, რომელსაც თითოეულ წარმატებამდე ღირსეულად მივყავართ, ორ ფეხზე დგომით და მყარად!”