„მოემზადეთ თავბრუდამხვევი პაემნებისთვის“ - კარგი პროგნოზი ასტროლოგებისგან
ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
თუ გრძნობთ, რომ ხელმძღვანელი თქვენს შრომას სათანადოდ ვერ აფასებს, ნოემბერში ყველაფერი შეიცვლება. ოღონდ, იმის ნაცვლად, რომ სავარძელში მოკალათებული დაელოდოთ მაღალ ანაზღაურებას, გადით გარეთ და ეძიეთ ფინანსური თავისუფლება თუ სარგებელი. განაახლეთ თქვენი პირადი რეზიუმე და იპოვეთ უკეთესი სამუშაო ადგილი. დაემშვიდობეთ იმედგაცრუებას და ისარგებლეთ მარსის ამ თვის ინტენსიური ენერგიით, რათა იპოვოთ ის, რასაც ეძებთ.
ვერძებს სიახლე ელოდებათ სიყვარულშიც. მოემზადეთ თავბრუდამხვევი პაემნებისთვის.
კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
კუროებო, ამ თვეში თავს რეალიზებულად იგრძნობთ. იყავით მადლიერი იმისთვის, რა მიღწევებიც გაქვთ კარიერაში, მეგობრობასა თუ სასიყვარულო ურთიერთობაში. კოსმოსი ბევრ პოზიტივს გიგზავნით, ამიტომ გამოიყენეთ ყველა საინტერესო შესაძლებლობა, რომელსაც გზაზე შეხვდებით.
ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
ტყუპებო, თქვენ მზად ხართ მთლიანად შეცვალოთ ყველაფერი – მათ შორის, არაა გამორიცხული, რომ კარიერაში რადიკალური ნაბიჯი გადადგათ და მოდის დიზაინერობიდან ინჟინრობას მიჰყოთ ხელი. მოკლედ, ნოემბერი თქვენთვის დიდი სიახლეებისა და ექსპერიმენტების თვეა.
კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
კირჩხიბებისთვის საუკეთესო დროა კარიერის ასაწყობად. დიახ, დრო მოვიდა და მზად ხართ წარმატებისთვის. ამ თვეში დრო დაუთმეთ კარიერულ მიზნებს. თვალი ადევნეთ უახლეს ტექნოლოგიურ ინფორმაციებს, რაც კარიერულ კიბეზე ასასვლელად დაგეხმარებათ. შესაძლოა მყისიერი ცვლილებები ამ თვეში არ მოხდეს, მაგრამ სერიოზულ ფუნდამენტს შექმნით სამომავლოდ.