„ვერ ვხვდები, რატომ უნდა გადაიხადო 20 ლარი იმაში, რაც შეიძლება ლარი დაგიჯდეს“ - მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:
„აქ ყოველ დღე იმდენი პოსტი მხვდება ტაქსის კომპანიებზე, მათ ფასებზე, ტაქსისიტებზე და ა.შ., რომ მექმნება შთაბეჭდილება, ჩემი ფრენდების უმრვლესობა ლამის ყოველ დღე ტაქსით მოძროაბს.
ჰოდა, მე კიდევ ყველაზე მეტად ტაქსის ფასები კი არ მიკვირს, ან ტაქსისტბის უზრდლეობა, ყველაზე მეტად თქვენი გამკვირვებია, ამ კომპანიებს ასე უშურველად რომ ამდიდრებთ და ამდენს მოძროაბთ ტაქსით. სულ ვფიქრობ, ნუთუ ამ ხალხს გადასაყრელი ფული აქვს?
ტაქსიში გადახდილი ფული კი სულ გადაყრილი მგონია, რადგან ვერაფრით ვხვდები, რატომ უნდა გადაიხადო 20 ლარი იმაში, რაც შეიძლება ლარი დაგიჯდეს, თუ მეტროთი, ან ავტობუსით წახვალ, ან - ხუთი ლარი, თუ საკუთარი მაქანით ივლი (იმ ფულით, რასაც თქვენ ტაქსიში ხარჯავთ, ნამდვილად გადაიხდით მანქნისთვის გამოტანილ კრედიტს).
მესმის საცობები, მესმის საზ. ტრანსპორტის ბოლომდე გაუმართაობა. ყველაფერი მესმის, მაგრამ ლამის ყოველ დღე ტაქსით სიარულის მომკალით და მიანც არ მემსის.
ზოგი წერს, როცა გეჩქარება, რა უნდა ქნაო? ეგ კიდევ მეორე პრობლემაა - საქართვლოში ხალხს სულ რომ აგვიანდება და სადღაც ეჩქარება. შეიძლება გაგვიანდბეოდეს წელიწადში ერთხელ, მაგრამ ყოველ დღე?!
პრინციპში რა ჩემი საქმეა, საკუთარ ფულს რაში დახარჯავთ, მაგრამ მაინც მინდოდა მეთქვა, როგორი გაკვირვებული გიყურებთ.“